Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტაჟირება საარჩევნო სისტემებისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის ინსტიტუტში

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო სისტემებისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის ინსტიტუტი აცხადებს სტაჟირების კონკურსს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, შემდგომში სტაჟიორის პოზიციაზე. სტაჟირების მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტების მონაწილეობას საარჩევნო სისტემებისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის ინსტიტუტის საქმიანობასა და სამეცნიერო აქტივობაში. სტაჟირების შედეგად სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ინსტიტუტის საქმიანობის სპეციფიკასა და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა კვლევითი პროექტის ორგანიზებაში. 

 

ძირითადი ინფორმაცია:


•    სტაჟირების ხელმძღვანელი: ნანა ჭიღლაძე / სამართლის დოქტორი, თსუ-ის პროფესორი
•    მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა: 2 (ორი)
•    სავალდებულო მოთხოვნები: 


-    იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის  მე-3 და შემდგომი სემესტრის სტუდენტი ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი.
-    კარგი აკადემიური მოსწრება საჯარო სამართლის მიმართულების საგნებში: GPA მინიმუმ 3.0 


•    სტაჟირების ფორმატი: შერეული
•    სტაჟიორის ფუნქციები: 


-    ინსტიტუტის მიერ განსახორციელებელი სამეცნიერო პროექტების საორგანიზაციო და ტექნიკური მხარდაჭერა;
-    ინსტიტუტის კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა;
-    ინსტიტუტის საქმიანობის პოპულარიზაცია.


•    სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 (სამი) თვე
•    სტაჟირების დასრულება: სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი 
•    სარეგისტრაციო დოკუმენტები: 


დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო ელ-ფოსტაზე უნდა ატვირთოს:
-    ამონაწერი სასწავლო ბარათიდან
-    სამოტივაციო წერილი 
-    CV  


•    განაცხადები მიიღება ელ-ფოსტაზე: nana.chighladze@tsu.ge 
Subject-ში მიუთითეთ „სტაჟირება“
გასაუბრების შესახებ გეცნობებათ განაცხადების მიღების ვადის დასრულების შემდეგ.
•    განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10 აპრილი